《Playboy •》თავი 12
Advertisement
-ჩანიოლ! გამიშვი! პაკ ჩანიოლ! ახლავე ძირს დამსვი! - ვყვიროდი და ზურგზე ვურტყამდი ხელებს!
-შენ არ დაბრუნდი, ამიტომ მე მოგაკითხე სამანტა.
-სამანტას მხოლოდ დედა მეძახდა! მე სემი მქვია! ს-ე-მ-ი! ახლა კი დამსვი თ-თორემ...
-თორემ რა?
-არვიცი რას ვიზამ...
-...
-აქ რატომ მოხვედი? ხომ შეგეძლო იმ ვიღაც გოგოსთან დარჩენილიყავი?!
-არვიცი...მართლა...უ-უბრალოდ ის გავაკეთე რაც სწორად ჩავთვალე.- თქვა მისი ბოხი ხმით. როგორ მაგიჟებს!
-დამსვი! - უსიტყვოდ ჩამომსვა და წინ დამიდგა, თვალებში მიყურებდა. - მივხვდი, რომ ლოყები ამიწითლდა და ქვემოთ ჩავიხედე.
-უბრალო შეხედვაზეც კი წითლდები...რამდენი ხანია რაც... - წინადადების დასრულება არ ვაცადე და გაუზარებლად ვუთხარი:
-გშია? მამაჩემი შეფია და სახლში სულ კარგ რაღაცეებს ამზადებს. წამოხვალ ჩემთან? - როცა დავასრულე მივხვდი, რომ სისულელე ვთქვი და თვალები გამიფართოვდა. ჩანი დუმდა. -კარგი, დაივიწყე რაც გითხარი.
-არა, წამოვალ, სიამოვნებით წამოვალ. -თმა აიჩეჩა და გაიღიმა.
-Sammy's POV-
იმ დღის შემდეგ ჩანის არ შევხმიანებივარ. სკოლაშიც არ ვიმჩნევდი მას. თქვენ არ იცით როგორ მიჭირდა მთელი დღეები მისი არსებობის დაიგნორება.
საღამოა, ქესი ჯონგინთანაა, ბარში მარტო მომიწევს გასვლა. შავი პერანგი, ჯინსები და მარტინსები ჩავიცვი, თვალის ლაინერიც წავისვი და წითელი ტუჩსაცხი. ჩანთა ავიღე და გავედი. როგორც ქესი, მეც ხშირად ვარ სახლში მარტო. უკვე გითხარით, რომ მამა შეფია და სამუშაოდან ძალიან გვიან ბრუნდება.
ფეხით გავედი მეტრომდე და უახლოეს გაჩერებაზე ჩამოვედი. ქუჩის კუთხეში ბარი იყო, იქ შევედი და დავჯექი. ხალხი ბლომად იყო, მაგრამ ნაცნობი არავინ. მარტინი შევუკვეთე და ხელი თავის ქვეშ ამოვიდე. ჩემი სასმელი დავლიე და მეორეს შეკვეთას ვაპირებდი, როცა ვიღაცამ მხარზე მომკიდა ხელი. უკან მივიხედე, ჩანი იყო. თავზარი დამეცა, უეჭველად გავწითლდი და თავი პომიდორივით გამისივდა.
-სამანტა აქ მარტო რას აკეთებ? -მკითხა და თავი გვერდზე გადააგდო.
-მარტო არ ვარ, შეყვარებულს ველოდები.
-შეყვარებული გყავს? - გაიკვრივა და თავი გაასწორა.
-აჰამ.
-მატყუებ :/
-რატომ უნდა გატყუებდე?!
-ნაიჰ, ვიცი, რომ მატყუებ. -მითხრა და ხელი მის გვერდით მყოფ გოგოს გადაჰხვია. ამ გოგოს არსებობა მხოლოდ ახლა შევამჩნიე.
-შეგიძლიათ შენ და შენმა ლამაზმანმა დამტოვოთ, გითხარი, რომ ვიღაცას ველოდები.
-კარგი, რადგან ასე გსურს. დროებით! - ხელი დამიქნია და იმ გოგოსთან ერთად გავიდა საცეკვაოდ. უხხ! შეყვარებულს ელოდები არა ის! ჯანდაბა! ასე რატომ ვუთხარი!
Advertisement
1საათი გავიდა, ჩანის, რომ გავხედე იმ გოგოსთან ზასაობდა, თავი გავაქნიე და სახლისაკენ დავაწექი. მუსიკას ვუსმენდი და ტაქსს ველოდებოდი, როცა ვიღაცამ ყურსასმენი მომხსნა, ისევ ის იყო.
-ახლა რაღა გინდა?! -ხელები გადავაჯვარედინე.
-უბრალოდ აქეთ მოვდიოდი, დაგინახე და მოვედი.
-ფეხით მოდიოდი? გამიკვრიდა. არადა შენი მანქანა ბართან ეყენა.
-კარგი, კარგი ხო. გაჩერდი.
-წავედი, მეჩქარება. - ზურგი ვაქციე და წამოვედი. მოულოდნელად ხელში ამიყვანა და ზურგზე მომიგდო. -ჩანიოლ! გამიშვი! პაკ ჩანიოლ! ახლავე ძირს დამსვი! - ვყვიროდი და ზურგზე ვურტყამდი ხელებს!
/NOW/
სახლის კარი გავაღე და ჩაბნელებულ შესასვლელში შუქი ავანთე.
-მყუდრო სახლია. -თქვა ჩანიმ და ირგვლივ ყველაფერი მოათვალიერა.
-ქურთუკი გაიხადე და გამომყევი.
სამზარეულოში შევედით, ჩანი დაჯდა, მე კი მაცივარი გამოვაღე და საჭმლის ძებნა დავიწყე. იტალიური სალათი ვიპოვე გამოვიღე და მაგიდასთან დავჯექი. მე და ჩანი გვერდი-გვერდ ვისხედით, უხერხული სიჩუმე იყო.
-ძალიან გემრიელია!- თქვა პირგამოტენილმა და თვალები დაჭუტა.
-ვიცი.
-ესეიგი შეყვარებული გყავს?
-ისე მეკითხები ვითომ პასუხი არ იცოდე.
-ხოო. კიდევ რა მაინტერესებდა...დედაშენი სად არის?
-დედა ავარიის დროს დაიღუპა, როცა 14ის ვიყავი.
-მაპატიე, ძალიან ვწუხვარ...მ-მე არ ვიცოდი. -ჩემს თვალზე ცრემლი დაინახა და ანერვიულდა.
ბავშვივით ავქვითინდი, ძალიან შემრცხვა, მაგრამ თავი ვერ შევიკავე. არ მინდოდა მასთან, ასეთი სუსტი გამოვჩენილიყავი. აკანკალებული ხელი მომხვია და გულში ჩამიკრო.
-მ-მე არ მ-მინდოდა...უ-უბრალოდ თავი ვერ შ-შევიკავე...მ-მაპატიე...ძალიან სუსტი ვარ...
მან კიდევ უფრო ძლიერად მომხვია მისი მკლავები და თავზე მაკოცა.
-ტირილი სისუტე არ არის...ტირილი საშუალებაა იმისა, რომ შენი დარდი და ტკივილი გარეთ გამოუშვა. ტირილი სუსტ პიროვნებად არ გაქცევს, ეს იცოდე.
-მ-მადლობა, ჩან... -თვალები მოვიწმინდე და ადგილზე გავქვავდი, მე რა ახლახანს მას ჩანი დავუძახე?
-ჩანი? -უცნაურად გამომხედა.
-მე...
-მომწონს ასე, რომ მეძახიი! -პატარა ბავშვივით იკრიჭებოდა.
-არა, შენ ჩანიოლი ხარ და ჩანიოლით მოგმართავ.
-მე, კი სემის არ დაგიძახებ, შენი სრული სახელი ძალიან მიმზიდველად ჟღერს, გვართან ერთად ხო საერთოდ ტანში ჟრუანტელი მივლის. -გაიზმორა და ახარხარდა.
-კარგი გეყოს. ჭამას თუ მორჩი, შეგიძლია წახვიდე.
-სახლიდან მაგდებ?
-ზრდილობიანად გეუბნები, რომ არ მცალია და შენი წასვლის დროა, თან მანქანა გყავს ბართან დატოვებული.
Advertisement
-მანქანა მოციდის, მე აქ დარჩენა მინდა. ხელს არ შეგიშლი, რასაც არ უნდა აკეთებდე.
-ააიიიშ! აქ იქნები თუ ზემოთ ამოხვალ?
-ჯერ მაგდებდი და ეხლა ზემოთ მეპატიჟები?! რა ცუღლუტი ხარ.
-ბინძურო! არაფერი მსგავსი, სავარძელში დაჯდები და ხმას არ ამოიღებ იცოდე.
-და მაინც რის გაკეთებას ვაპირებთ?
-შენ არაფერს გააკეთებ, მე უნდა ვიმეცადინო.
-Chanyeol's POV-
მის ოთახში შევედით. ირგვლივ ყველფერი მილაგებული აქვს. ძალიან მყუდროა, აქ მასთან ერთად სამუდამოდ დავრჩებოდი. სავარძელში მოვთავსდი და მას დავუწყე ცქერა. არვიცი, რატომ მაგრამ მასთან ყოფნა მომწონს. სევდიანი თვალები აქვს, რომლებსაც "ჩოლკის" ქვეშ მალავს, მისი ტუჩები კი ბევრს ამბობენ...იმას, რომ ისინი ჯერ არავის გაუსინჯავს და ვიღაც ღირსეულს ელოდებიან. 3:) კომოდიდან გამჭირვალე სათვალე აიღო, გაიკეთა და ლოგინზე წაწვა. ლეპტოპი გახსნა და რაღაცის წერას შეუდგა. ის მე ვერ მამჩნევდა, მეც დრო ვიხელთე და მისი ლამაზი სხეული მთლიანად ავათვალიერე. წვრილი გამოყვანილი წელი აქვს, არცისე განიერი მხრები, ლამაზი კისერი და რათქმაუნდა დიდი და მრგვალი უკანალი.
მის ყურებაში რამდენიმე საათი გავატარე, ვგრძნობდი თვალები, როგორ მეხუჭებოდა, თავს ძალა არ დავატანე, გავყუჩდი და სავარძელში ჩავიძინე.
-Sammy's POV-
წიგნებმა სულ გადამავიწყდა ჩანი, რომ აქ იყო. როცა ყველაფერს მოვრჩი მას გავხედე, ბავშვივით ეძინა. გრძელი შავი თმა თვალებზე ჩამოჰყროდა, ტუჩები კი ჩვილივით წინ ჰქონდა გამოწეული. პლედი ავიღე და მივაფარე. მე ქვემოთ ჩავედი და წყალი დავლიე. სამზარეულოში ვიყავი, როცა ტელეფონზე ვიღაცამ მომწერა.
Advertisement
- In Serial62 Chapters
Luck is a Charm
On Earth, his life was filled with tragedy and with no one else besides him anymore, he chose death.Death to escape this terrible life.... only to be transported to another world. Unknown by the reason, he finds hope in this new world where he will start afresh.To live this life without anyone knowing him or his background, he will explore this new fantasy world where magical beasts looms around.A world that uses magic but is it truly magic or something more.
8 117 - In Serial6 Chapters
The Queen and the Singer
Ámbar is a mean girl who studies at Blake South College and has the title of Queen. Simon is a Mexican boy who just moved to Buenos Aires. They don't know each other, but they will soon, and when they do, their worlds will change forever. P.S. All characters are from Soy Luna. I don't own anything
8 142 - In Serial11 Chapters
The Planets
Dancing Around the golden one are eight planets all the same. Each with a distinct personality bringing light past their own name. -Willatree2
8 165 - In Serial44 Chapters
Join The Crew [ One Piece Various x JJK Reader]
[One Piece Various x Jujutsu Kisen Reader]Book 1"That is one interesting power you have" (Y/n) spoke interrupting the amused male. "Woah! Who are you? I didn't see you on the ship earlier!" Luffy exclaimed while pointing to the female. "Oh, me? I'm the greatest and strongest Jujutsu Sorcerer, (Y/n) Gojo".There are major spoilers for both of these animes, so be prepared! I will also be taking from the manga of Jujutsu Kaisen, I do not own any of the characters of the animes, just some of the added plot I made up on my own! Enjoy!
8 201 - In Serial19 Chapters
While We Wait (August Alsina + India Love)
8 231 - In Serial29 Chapters
The Revenge Of A Businessman
Amelia Isabella also known as Mia work as a secretary in the company of Gabriel & Sons which is later bought by Jacob Max the man who she always insults. Would Jacob be able to get revenge from Mia who has always insulted him in the public or not?
8 173

