《I hate you Kim Taehyung! (დასრულებული)》მეცხრამეტე💙
Advertisement
სახლში ღამის 1 საათზე გაბრაზებული და ნაწყენი მივედი.ბიჭების და ტასოს ანერვიულებული სახეები დავაიგნორე, ერთი მივაძახე კარგად ვართქო,ჩემს ოთახში ავედი და ლოგინზე დავეხეთქე.
ალბათ გაინტერესებთ, რა მოხდა მინასთან იმის შემდეგ? გეტყვით.
-რ-რათქმაუნდა-დაბნეულმა მითხრა და ასევე დაბნეულმა გამიღიმა.
-კარგით, მაშინ მე წავალ-ეგრევე მოგვცილდა მინა, მე კი კამაყოფილი სახით წავედი ჩემი ადგილისკენ.
უკვე ბოლო გაკვეთილია.დრო ძალიან მალე გავიდა. ძალიან გადაღლილი ვარ.
-მას,შეიძლება გავიდე? თავს შეუძლოდ ვგრძნობ-ვუთხარი მასწავლებელს.
-კი,რათქმაუნდა.მაგრამ ყველაფერი რიგზეა?-შემეკითხა მზრუნველი ხმით.
-დიახ მას, ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ აქ ჩახუთულობაა-ვუთხარი.
-ვინმე გაიყოლე თუ გინდა-მითხრა.
-არა იყოს-მკრთალად გავუღიმე და კლასი დავტოვემ
არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ უცებ ცუდად გავხდი.
ეზოში გავედი და სკამზე დავჯექი, ხელები კი თავში ჩავრგე.
ნუთუ ვთხოვდები? ნუთუ ორსულად ვარ? როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება ასე?
4 თვის წინ ჩემთვის,რომ გეთქვათ მალე გათხოვდებიო შეშინებული გვერდს ჩაგივლიდით,გიჟად შეგრაცხავდით და მერე ტასოსთან ერთად სიცილში გავიგუდებოდი.
მართლა არ მჯერა, რომ მალე დავვოჯახდები. სულ ამაზე ფიქრები მჭამს. ჩემი ცხოვრება რადილალურად შეიცვალა და ამოყირავდა.
-ელა,კარგად ხარ?-გვერდით იუნგი მომიჯდა და წყალი მომაწოდა.
-აჰგ კი იუნგი, კარგად ვარ. უბრალოდ თავს ცოტა შეუძლოდ ვგრძნობ რაც ორსულობის დროს ნორმალურია-გავუღიმე.
-კარგი...ყველა ნერვიულობდა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ გამოვსულიყავი-თქვა და ტელეფონში,რაღაცის წერა დაიწყო-ბიჭებს მივწერ,რომ კარგად ხარ-გამიღიმა.
-კარგი-მეც გავუღიმე და წყალი მოვსვი.
-იუნგი-5 წუთიანი დუმილის შემდეგ, დავიწყე საუბარი.
-გისმენ.
-ემა ცოცხალია-ვუთხარი და ვიგრძენი, როგორ წაეშალა სახემ
-რ-რა?
-ჯონგუკს არ უთქვავს?
-არა..რა ხდება?-დავჯექი და ყველაფერი მოვუყევი,რაც მშობლებმა გვითხრა.
-ა-ანუ ჩემი ემ-მა ცოცხალია?-მითხრა გაოგნებულმა.
-კი იუნგი, კი ის ცოცხალია-ვუთხარი და იმ წამსვე ჩამიხუტა იუნგიმ,მეც შემოვხვიე წელზე ხელები და ტირილი დავიწყე.
-ჩემი სულის ნაწილი და შენი სიყვარული ცოცხალია იუნგი. ის ცოცხალია გესმის? ჩემი დაიკო ცოცხალია-ტირილს ვუმატე.
-ჩვენ უნდა წავიდეთ ამერიკაში და მოვძებნოთ ის-მითხრა იუნგიმ და მომშორდა.
-იუნგი მომისმინე, მალე ტყუპების ფესტივალი ტარდება ამერიკაში, ამიტომ იქ უნდა წავიდეთ...ჩემმა დამ მინიშნევა დამიტოვა.
-რა მინიშნება?
-ჩვენ ტყუპები ვართ და მოგეხსენება,ბევრი საიდუმლოც გვაქვს....მე და მას გვქონდა მინის ბლოკნოტი და როცა, რაიმეს ჩუმად გაკეთება გვინდოდა, მინაზე ვწერდით რაღაცას და შემდეგ დაორთქლების საშუალებით ვხედავდით,რა ეწერა ამ მინაზე(იმედია მიხვდით) რაც გავიგე, რომ იგი გარდაიცვალა ის ბლოკნოტი არ გამომიყენებია და რამოდენიმე დღის წინ, ეს გავაკეთე. მინას შევუბერე,მინაზე კი წარწერა დავინახე "ტყუპების დღეს, ამერიკაში ეშმაკის ბორბალთან მოდი.კორეის დროით საღამოს 9ზე" და მივხვდი, რომ ამერიკაში აუცილებლად უნდა წავსულიყავი.
Advertisement
-ღმერთო ჩემო ელა, როგორ გამახარე-მითხრა და კიდევ ჩამეხუტა.
საღამოს ყველა სახლში ვიყავით, როცა თეჰიონმა მოვიდა ჩემთან და მასთან ოთახში ასვლა მთხოვა.
მეც მის ოთახში შევედი.
-გისმენ-ვუთხარი და ლოგინზე მოვკალათდი.
-ის რა იყო დღეს?-მკაცრი ხმით მკითხა.
დავიძაბე.
-რას გულისხმობ?-გაკვირვებულმა შევხედე.
-აი იმას, თუ როგორ ეხუტებოდი იუნგის.
-შენ რა,იუნგიზე ეჭვიანობ?
-არა მხოლოდ იუნგიზე, ყველა ბიჭზე ვინც კი გეკარება...ჯონგუკზეც კი ვეჭვიანობ-დაიყვირა რაზეც შევხტი.
-ხო არ გაგიჟდი? რატომ უნდა ეჭვიანობდე ბიჭებზე, ან იუნგიზე??-მეც დავუყვურე.
-რადგან იუნგი მოგწონს-არ დააკლო მანაც.
-რაა??? მომწონს?? უკაცრავად, მაგრამ მომწონდა და მას შემდეგ, რაც ჩემმა დამ და მან ურთიერთობა დაიწყეს იგი გადავიყვარე-ვუღრიალე.
-აჰაა,და ის რა იყო,რომ მითხარი "ხომ გიყვარს ჩემი თავი ისევე,როგორც მე?"
-რა იყო?
-რა იყო და ვიცი, რომ არ გიყვარვარ და ეს შენ მხოლოდ, იმიტომ თქვი, რომ ეჭვიანობდი.
-დიახ ვვეჭვიანობდი-დავუყვირე-არ მინდოდა, რომ ვიღაცასთან წოლილიყავი ჩვენს ქორწილამდე, ან ვაფშე ქორწილის მერე. და თუ ვერ ხვდები,მე მისგან დაგიცავი.ის ყველანაირად ცდილობდა, რომ ლოგინში შეეტყუებინე.
-მაგრამ შენ შეგეძლო,არ გეხსენებინა სიყვარული-დამიყვირა, რაზეც შევხტი.
-და ასეთი მნიშვნელოვანი, როდიდანაა შენთვის სიყვარული?-მწარედ ჩავიცინე.
-დიახ მნიშვნელოვანია და შენ ვერასოდეს გაიგებ,რა არის სიყვარული, რადგანაც სხვის გრძნობებზე თამაშობ-უფრო დამიყვირა,რაზეც სახეში გავარტყი და დავუყვირე.
-შენგან განსხვავებით, ვიცი ვის უნდა ვეთამაშო და ვის არა. და თუ ასე გაინტერესებს, შენთან არც კი მითამაშია, უბრალოდ ვცდილობდი,ოჯახი გადამერჩინა.
ხო შენგან განსხვავებით,ყველა ბიჭს არ ვუგორდები ლოგინში და ყველას არ ვეფლირტავები ისე,როგორც შენ ეფლირტავებოდი მინას...შენ ის ადამიანი ხარ,ვინც არ იცის, რა არის სიყვარული.რომ გცოდნოდა სიყვარულზე რამე,სხვის გაუპატიურებას და სხვის გრძნობებზე თამაშს არ დაიწყებდი. არ გაქვს უფლება სიყვარულზე ისაუბრო,როცა თავად უმსხრევ სხვას გულს. არ მიყვარდი,მაგრამ გული მაინც გამიტყდა. შენი აზრით, რადგანაც კარგად გექცევი და არ გეჩხუბები გაპატიე? უკაცრავად,მაგრამ იმას რაც შენ ჩაიდინე ვერასდროს გაპატიებ. საშინელი ადამიანი ხარ. ყოველთვის,როცა გიყურებ მახსენდება ყველაფერი და ცუდად ვხვდები,მაგრამ ვუძლებ.ვუძლებ ბავშვისთვის.-ვუყვირე და უკან მოუხედავად გამოვედი მისი ითახიდან.
Advertisement
კარებთან ბიჭები და ტასო იყვნენ აყუდებულნი. როცა დამინახეს კიბეებისკენ გაექანნენ.
-ელა, რა მოხდა?-შემომხედა ყველამ,ისე თითქოს, რამოდენიმე წამის წინ, ჩვენს საუბარს არ უსმენდნენ.მათთვის არც კი შემიხედავს.
კარები გავაღე და გარეთ გავედი. ახლა მარტო ყოფნა მჭირდება.
მთელი დღე დავბოდიალობდი,ბოლოს პატარა მივიწყებულ პარკთან გავჩერდი, რომელიც ჩვენი ძველი სახლის წინ იდგა.(სახლი, რომელიც დაიწვა)
მივედი,სკამზე დავჯექი, ხელები მუცელზე დავილაგე და დავიწყე საუბარი.
-ემა,დაიკო შენ,რომ აქ ყოფილიყავი ასე არ წავიდოდა ყველაფერი,ახლა არ ვიჯდებოდი აქ მარტო და არ დავიწყებდი ასე საუბარს.არ ვიქნებოდი ასეთ სიტუაციაში...ნეტავ როდის მოვა ტყუპების ფესტივალი, რომ კიდევ შეგხვდე და ჩაგიხუტო. წარმომიდგენია,როგორ გაგიხარდება, როცა გაიგებ, რომ დეიდა ხდები,როცა გაიგებ, რომ შენი დაიკო ორსულადაა და წარმომიდგენია რა რეაქცია გექნება, როცა გაიგებ სიმართლეს ჩემი ორსულობაზე,თუ როგორ მოხვდა ყველაფერი..ალბათ თეჰიონი შემოგაკვდება.*ჩაცინება* გახსოვს, როგორ ვთამაშობდით აქ მე, შენ და ქუქი? როგორ მეხუტებოდი, როცა თვალებში ქვიშა მეყრებოდა და ვტიროდი...როგორ ცდილობდი, რომ გაგემხნევებინე, როცა ბიჭმა მითხრა არ მიყვარხარო და დასამშვიდებლად აქ მომიყვანე...მენატრები დაიკო...მაკლიხარ-ტირილი ამიტყდა.
არ ვიცი, რამდენი ხანი ვიჯექი ასე, მაგრამ როცა თვალები დამიმძიმდა და მივხვდი,რომ მეძინებოდა,გავიაზრე რომ უკვე დაღამებულა.ავდექი და სახლისკენ წავედი.
40 წუთში კი სახლში ვიყავი.
აი ასე მოხდა ყველაფერი.
ვფიქრობ,რომ თეჰიონი დღითი დღე უფრო მძულდება.
Advertisement
- In Serial15 Chapters
The Petty Queen of Lull
NEW CHAPTERS TUE/THU/SAT Rosa was just like any other college student. Working on her master's in history and uncertain about what she should do in her future. She is hospitalized due to a life-long illness and passes away, only to find herself reincarnated in the fantasy world of Dominion. After being awoken by her maid - Who somehow has a pair of cat ears - She learns that she is now Eriu, the queen of Lull, a poor and sparsely populated island surrounded by great kingdoms. She decides to use her knowledge of the modern world to help her kingdom advance technologically and become a great power. On the way, she faces real gods that walk the earth and allow their followers to wield magic, courtly intrigue and the many species that inhabit the world. Will she lead her queendom to greatness, or see it crumble before her? All art was created by me to be used in this story.
8 189 - In Serial9 Chapters
The Immortal Spear
In the world of Icona, the story follows the journey of Miles and Aila as they travel the world and progress through the tier's of the system. ----- The cover is my own poorly done drawing/editing.
8 201 - In Serial12 Chapters
Smokecutter
The year was 2125. After planet earth was made uninhabitable by the great nuclear war, humanity sought a home anywhere else on the horizon of its reach. Pharavanna, in the Andromeda galaxy, was the only home accessible by human space travel. The surviving factions claimed the planet, the most powerful being the Mega Corporation known as Nexactus. Meanwhile, on the planet's surface, a bold defector sought to bring change to the conflicted world around him. Nexactus left the people outside the faction in shambles, and anyone that opposed the corporation would face certain doom. This defector defied the corporation, choosing to help those who had been hurt by its power and corruption. Make Sure to Leave Ratings and Comments!
8 140 - In Serial18 Chapters
Machine Gun Kelly - General Admission Lyrics
lyrics to every song on General Admission, enjoy
8 238 - In Serial76 Chapters
Reiss of the Eternal
On the northernmost part of the continent, in the humanist kingdom of Ostara’s most faraway region, on a small, quaint fishing town lives Edwin Raanan the youngest son of Hillside's Guardian, a retired adventurer with double marital problems.He is the weakest and most untalented of his siblings, whatever he can do, his older " grumpier" half-brother and "Unique" half-sister can surely do better. He may have been chosen to succeed the village head one day, but that was chosen before he had even been born, but Ran wishes to go against his predestined path, to brave the wide and dangerous world and become a legendary adventurer, to carve his name in history and travel all around the world. But that will prove difficult for a seven-year-old weak child whose sword skills are mediocre at best.Now with the recent arrival of a mage in town Ran has been given an opportunity, a chance that will change his life forever as outside forces play in the background.He will give it his all to travel the path of magic while learning about the people in his life.Sadly, things hardly go the way we want them to. Update: Every Sunday
8 211 - In Serial7 Chapters
How to be a Good Boyfie |b. katsuki x reader|
History repeats itself. He got a girlfriend because of WikiHow, so it doesn't hurt to gather more information there as to how he can be a good boyfriend, right?-sequel to: How to Get Your Crush to Like You
8 279

