《I hate you Kim Taehyung! (დასრულებული)》მეთექვსმეტე💙
Advertisement
-რამოდენიმე კვირის წინ, ჩემთან გახარებული მოვიდა. მითხრა,მალე მამიდა გავხდებოდი. თავიდან ვერ გავაცნობიერე, რა მითხრა. მეგონა ისევ მეღადავებოდა, მაგრამ, როცა მისი გაპრწყინებული თვალები დავინახე,მივხდი რომ სიმართლეს ამბობდა. გამოვკითხე ყველაფერი, თუ ვინ იყო ორსულად...ის ისეთი ბედნიერი იყო...მან მითხრა, რომ შენ იყავი მისგან ორსულად. შენზე კი მსმენია, როგორც ვიცი, მამამ დიდი ხნის წინ სთხოვა ბატონ ჯონს, რომ თე და ელა დაექორწინებინა.როცა გავიგე, რომ შენ თესგან ორსულად იყავი ძალიან გამიხარდა...სხვა ადამიანს შეიძლება უბრალოდ გახარებოდა,მაგრამ ჩვენ 100ჯერ მეტად გვიხაროდა,რადგან შანსი იმისა,რომ მე მამიდა გავხდებოდი,ჩვენი მშობლები ბებია-ბაბუა და თეჰიონი მამა,ძალიან დაბალი იყო ყოველთვის.დედა და მამა გეტყოდათ,რაც თეჰიონს ჭირს-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე- როცა პირველად გავიგეთ,რომ შვილები შეიძლება ვერ ყოლოდა,ერთად წავედით ზღვის პირას.ერთი საათი მანქანით მივდიოდით,ხოლო,როცა იქ მივედით უბრალოდ ზღვის პირას ვიჯექით. მაშინ მითხრა,რომ ყოველთვის ოცნებობდა მამობაზე,ოცნებობდა რომ კარგი მამა ყოფილიყო. ისიც მითხრა,რომ წარმოდგენილიც კი ჰქონდა,როგორ გაზრდიდა შვილებს და როგორ მოუვლიდა მათ. ძალიან გულნატკენი იყო იმ ამბავზე,რომ შვილი შეიძლება ვერ ყოლოდა.როცა ჩემთან მოვიდა ახალი ამბავით, ერთმანეთს დდი ხანი ვეხუტებოდით. მის თვალებში იმდენი მოკაშკაშე ვარსკლავიიყო...ისინი დიდი ხნის ჩამქრალნი იყვნენ,რადგან ის არასდროს აკეთებდა იმას,რაც უნდოდა.მაშინ კი ისე უპრწყინავდა თვალები..
ძალიან გამიხარდა ახალი ამბავი,ორივეს გაგვიხარდა....მერე მითხრა, რომ ცუდი რაღაცა გააკეთა, მან მე მითხრა, რომ შენ გაგაპატიურა,ისიც მითხრა,რომ სინამდვილეში ეს არ უნდოდა.შეიძლება ოდნავ ნდომებოდა,მაგრამ დამიჯერე თეჰიონი ისეთი ნაბიჭვარიც არაა,რომ გოგო მისი სურვილით გააპატიუროს...მაშინ ძალიან ცუდად იყო მართლა,მითხრა, რომ ის ნანომდა მის საქციელს, მაგრამ იცოდა,რომ გვიანი იყო. ამბობდა,რომ დრო უკან დაებრუნებინა ბიჭებს არ ჩაუღუნავდა თავს და ეტყოდა ამას,რომ არ გააკეთებდა.
მერე ძალიან შეეშინდა.ეშინოდა,რომ შენ ბავშვს მოიშორებდი...ეშინოდა, მართლა ეშინოდა...დაახლოებით მაშინ, როცა შენ,შენმა დაქალმა და ბიჭებმა თეჰიონი ცემეთ, ის საავადმყოფოში მოხვდა. როცა შევეკითხე, რატომ იყო საავადმყოფოში,მან ყველაფერი მითხრა,მითხრა, რომ ყველაზე დიდი ტყუილი თქვა და ამით მანაც დაინგრა და შენც დაგანგრია...ამბობდა, ბიჭებმა პლანის მოწევა დამაძალესო,პირველად მოვწიეო და ძალიან იმოქმედაო.ამიტომ თქვა ასეთი სიტყვები.ის მართლა ნანობდა მის საქციელს,გაიძახოდა ელა მასთან აღარ მიმიშვებსო,ბავშვზე ზედაც აღარ შემახედინებსო...მერე,მე ვურჩიე,რომ გამოსწორებულიყო და მისი შვილის დედას კარგად მოქცეოდა,ვურჩიე, რომ ეს ყველაფერი დაეთმო...დაეთმო ბიჭებისთვის თავის მოწონება...დაეთმო "კარგი ბიჭობა"....დაეთმო მისი ცხოვრების განადგირება და ასევე შენიც...მან ჩემი რჩევა მიიღო და მითხრა, რომ ყველაფრის გამოსწორებას შეეცდებოდა, მაგრამ ის ფიქრობს,რომ გვიანია....უკვე გვიანია,მართლა ძალიან დააგვიანა და მის დაცვას არ ვაპირებ.ფიქრობს, რომ შენ ის გეზიზღება, ფიქრობს რომ მისი დანახვა არ გინდა,ფიქრობს რომ არ გინდა მასთან ერთად ცხოვრება....ამიტომ აგრძელებს ისევ ისე მოქცევას, მაგრამ დამიჯერე ელა, შენიდან თუ დაინახავს ოდნავ სითბოს და სიყვარულს, მაშინვე შეიცვლება, დამიჯერე ის მაშინვე გამოსწორდება. უბრალოდ შენგან პირველ ნაბიჯს ელოდება, ერთი ნაბიჯი გადადგი და დამიჯერე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება...თუ გინდა, რომ კარგი და ჰარმონიული ოჯახი გქონდეს..ვიცი არ გეხატება გულზე,მაგრამ მოგიწევს ბავშვისთვის მაინც გაუძლო ამას,თუ გინდა ბავშვი კარგი და ბედნიერი გაიზარდოს,და ვიცი,რომ ეს რათქმაუნდა გინდა-დაასრულა საუბარი. გავჩუმდი. არ ვიცი, რა ვუთხრა. ვერც ვიტყვი ვერაფერს. ისე მომიჭრა გზა და ისეთი თვალებით დამანახა თეჰიონი,რომლითაც ალბათ არასდროს შევხედავდი. ის ჯეე 16-17 წლის გოგოა ხო? ისეთი ჭკვიანი და კარგი მოსაუბრეა,რომ 20-30 წლის ადამიანსაც არ ჩამოუვარდება.
Advertisement
-ანუ შანსი მივსცე? და, თუ ისევ ისე მოიქცევა, რა გავაკეთო? თუ ისევ "კაი ბიჭობას" დაიწყებს, მერე რა ვქნა?-ვამბობ თავჩაღუნული, დაბალი ხმით.
-შენ მიეცი მას ერთი შანსი და რაც მოხდება შემდეგ ვნახავთ.მე დაველაპარაკები მას და ვეტყვი,რომ გესაუბრე ამ თემაზე,ვეტყვი,რომ დროა დათმოს ცუდი ჩვევე-საუბარი ქალაბოტნი კიმის დაძახებამ გააწყვეტიჯა,რომელიც ამბობდა, რომ ქვევით,მათთან ჩავსულიყავით.
-ელა,მოდი ეს კაბა მოიზომე, რომელიც მე გიყიდე და ქვევით ჩავიდეთ-ამბობს და თან კარადაში იქექება.
მალე ცისფერი,საყვარელი კაბა გამოიღო და აბაზანისკენ გამაქანა.
-მალე ჩაიცვი დედა გვეძახის,მეც გამოვიცვლი უცებ-მომაძახა და სადღაც დაიკარგა.
მეც მალე ჩავიცვი და უკან გამოვედი.
-ელაა...როგორ მოგიხდაა-ამბობს გახარებული ჰუნა-წამოდი მალე ჩავიდეთ დანარჩენებთან-ხელს მკიდებს და პირველი სართულისკენ მაქანებს.
ეს და 5 წუთის წინ გოგო,რომ მესაუბრებოდა ერთი და იგივე ადამიანა?
-ელაა, რა საყვარელი ხარ. როგორ გიხდებაა-ფეხზე დგება ქალმატონი კიმი.
-მადლობა-ვთქვი და დავიმორცხვე.
-მოდი დაჯექი იქ-მეუბნება და თეჰიონის გვერდით მიმითითებს.
-კარგით-ვამბობ და მის გვერდით ვჯდები.
რაღაცეებზე საუბრობდნენ, მე სულ არ ვუსმენდი,იმდენ რაღაცას მიედ-მოედნენ,რომ სულ დავიკარგე და ფიქრი დავიწყე.
მმ..ახლა ნაყინი კარგი იქნებოდა..მარწყვის..მაგრამ ახლა ვერ ვიტყვი ნაყინი მინდა თქო.სირცხვილია..
მაგრამ ძალია მინდაა...
ჰუნასთან საუბარი გამახსენდა,იქნებ მართლა სჯობს შანსი მივსცე?
თეჰიონის ყურთან მივიწიე. დაიბნა და უკან დაიხია,მაგრამ მალევე მოიწია ახლოს.
-თეჰიონ~(საყვარლად)...ნაყინი მინდაა....-ჩავჩურჩულე ის, კი დებილივით მიყურებდა-თეჰიონ~~ ძალიან მინდაა.
-კარგი,მოიცადე ვნახავ თუ არის-ცოტა ხმამაღლა მოუვიდა თქმა, რაზეც ყველამ შემოგვხედა.
-რა მოხდა?-იკითხა ბატონმა კიმმა.ჯანდაბა თეჰიონ,ჯანდაბა. ახლა ყველა გაიგებს,რომ ღორმუცელა ვარ.
-ნაყინი უნდა ელას ვნახავ, თუ არის-წამოდგა ფეხზე თეჰიონი
-არა არ უნდა თეჰიონ. სახლში,რომ მივალ მაშინ შევჭამ-დავიმორცხვე. თეჰიონმა კი გაკვირვებული შემომხედა.
-ელა,საყვარელო ახლა ორსულად ხარ და ასეთი მოთხოვნილებები ბუნებრიბია,ამიტომ ნუ შეგრცხვება. ცდილობ მოგვატყუო,მაგრამ ყურები ისე აგიწითლდა,რომ აქედანაც კი ჩანს-სიცილით თქვა. სახეზე ავწითლდი-ნაყინი კი აღარ არის, გაგვითავდა. ამიტომ წაიყვანე ელა სადმე და უყიდე თეჰიომ...ვიცი რა ძნელიც არის ორსულობისას მოთმენა.როცა რამე მოგინდება მაშინვე უნდა მიიღო,თორემ გაგიჟდები-ყველას გაეღიმა.
Advertisement
-კარგი მაშინ...ელა, წამოხვალ?-მეკითხება თბილი ტონით,მეც ვთანხმდები. ავდექი და თეჰიონის გვერდით დავდექი.
-როცა ნაყინს იყიდით,დაგვირეკე ელა და თუ აქ არ ვიქნებით სახლში წადი-თქვა დედა. კარგითქო ვუთხარი და თეჰიონთან ერთად გარეთ გავედი.
ახლა მანქანაში ვზივართ და გზაზე მივდივართ.
-სად ვიყოდოთ ნაყინი?-მეკითხება და მიყურებს, მეც ვუთხარი ჩემი საყვარელი სანაყინეს მისამართი.
გზაში მუსიკები ჩართო. სულ გიჟური და საცეკვაო სიმღერები ჰქონდა. ვცდილობდი არ ავყოლოდი მელოდიას. მაგრამ ხელებით მაინც ვუკრავდი ტანშს (:დ)
სიდენიაზე კარგად დავჯექი და ფანჯრიდან ყურება დავიწყე.
ახალი სიმღერა დაიწყო,კარგი მელოდიით.
-მიყვარს ეს სიმღერა-თქვა უცებ თეჰიონმა,რაზეც ოდნავ შევხტი-როცა მარტო ვარ,სულ ვმღერი ხოლმე-გაიცინა.
-მერე,მიდი იმღერე და გაგვაგონე მე და ჩვენ პატარას შენი ხმა-ვუთხარი. მიუხედავად იმისა,რომ საშინლად მერიდება ამ სიტყვების თქმა,სჯობს ეს დავძლიო და პირველი ნაბიჯების გადადგმა დავიწყო.
-მომეწონა სიტყვა, "ჩვენი პატარა"-ამბობს უხერხულად და საყვარლად იღიმის, რაზეც მე ვწითლდები,მაგრამ რატო არ ვიცი.
(ააა*ყვირილი* ახლა გული გამისკდება😭რა საყვარლობაა(ეს 2019 წლის ქრინჯი ლიკაა:დ რას ხედავდი ამაში საყვარლობას ლიკა?🤦♀️))
მალე თეჰიონმა სიმღერა დაიწყო,რაზეც ერთ ადგილას გავშეშდი.
ღმერთო,რა კარგი ხმა აქვს.
(ვითომ არ არის მისი სიმღერა :დ)
არ ვიცი, რატომ, მაგრამ სიმღერა როცა დაასრულა ტირილი დავიწყე.
-ეი,რატო ტირიხარ-მანქანა გააჩერა.
-შენი ხმა...ის ისეთი კარგია-ცრემლები შევიმშრალე.
-თუ ასე იტირებ, აღარ გიმღერებთ-უხერხულად იღიმის.
-არა....მეორეჯერ აღარ ვიტირებ-ვთქვი და გავუღიმე. მისი ხმის მოსმენა,ეს ისაა რაც სულ დამჭირდება. როცა დარწმუნდა,რომ კარგად ვიყავი მანქანა დაქოქა და გზა გააგრძელა.
მალე მივედით სანაყინესთან და მანქნიდან გადმოვედით.
-აქ დამელოდე, ვიყიდი და გამოვალ-მეუბნება და სანაყინესკენ მიდის,მე კი გავყვირი
-ბევრი იყიდე, თორე მერე, კიდევ მოგიწევს აქ დაბრუნება.
-გავითვალისწინებ-მიცინის და სანაყინეში შედის.
3 წუთში უკან ბრუნდება დიდი ყუთით ხელში. არ ვიცი რატომ,მაგრამ ახლა ისე კარგად გამოიყურებოდა,რომ უბდალოდ ჩახუტება მომინდა. ჰუნასთან საუბრის შემდეგ,თეჰიონს სულ სხვა თვალით ვუყურებ. მასთან გავიქეცი და ჩავეხუტე. უცებ შეკრთა და გაოცებული მიყურებდა,მე კი მხარზე დავადე თავი. დაბნეულმა შემომხვია ცალი ხელი წელზე,მეორე დაკავებული ჰქონდა.
სარგძნობლად ისმოდა მისი აჩქარებული გულისცემა.
-ეს რისთვის?-მეკითხება როცა მას მოვშორდი.
-შენ ჩემი საყვარელი ნაყინი იყიდე-მივუთითებ ნაყინის ყუთზე. ნუ მიყურებთ ეგრე,ესეც იყო მიზეზი.
-მარწყვის ნაყინი გიყვარს?-მეკითხება სიცილით.
-კი-თავს ვუქნევ.
-ელა-მანქანაში ჩაჯდომას ვაპირებდი, მაგრამ მისმა ხმამ გამაჩერა.
-გისმენ-მისკენ შევბრუნდი.
-შეიძლება კიდევ ჩაგეხუტო?
Advertisement
- In Serial15 Chapters
Valor and Violence
Valor and Violence is a series of short stories following different, yet all equally colourful, characters set in the same world. Birth of a Legend, the first short, follows Captain Erskine Erwell, a newly promoted Captain in the Calandorian Royal Navy, charged with protecting his people from all who would do them harm. Great news for the Calandorian citizens, bad news for the Skjar reavers that ravage the shores in search of slaves. But when a small reaver fleet slips the net and escapes to the southern jungles of Marduk, Erwell must fight a war on two fronts; one against the raiders, and a far more difficult war against the hostile landscape. If he can't find allies in this strange land, he may end up being the one in need of saving. The first part of the second short story will be uploaded on Saturday, the 11th of June, following Ferez Ahud, an aspiring young battlemage charged with the unsavoury job of 'terminating' a rogue member of his college. But how this nobody of a mage became a fugitive remains a mystery, and when the answer is discovered, the tables are turned and the hunter becomes the prey. I'll be uploading chapters of more in-universe short stories each week or as close to, work permitting. Content Guidelines: course language and violence
8 103 - In Serial9 Chapters
Tales of The Boundless
This is a growing collection of slice-of-life short stories from the world of The Boundless, born from my Blood of The Boundless novel series. Updates are planned weekly but the exigencies of raising kids will sometimes prevent that.
8 137 - In Serial29 Chapters
TRX's Adventures
Set during the 1980s, it narrates the daily life of Mathias, a boy with "psychic powers", and his friends, which ends when something happens that changes the course of our protagonist's life. ... This is titled this way because some letters of the characters' names form the TRX of the title... Although there is one character who literally has that name, it is also named after her. Ah, and if some parts sounds a bit weird because of some words, tell me. This also contains some simple drawings made by me. This is going to have a lot of edits, apparently.... And maybe I'll add a couple of stuff. I'll try to make this be good... Or, at least, fun. ... Also, the older version will stay, but it kind of spoils the plot (although it changed in many ways), so if you want to read it before this... Do it at your own risk.
8 128 - In Serial19 Chapters
Our Destiny ( Hyungkyun Fanfic )
'' DESTINY LEADS US TO SO MANY SURPRISES. OUR MEETING WAS ALSO DESTINIES DOING. ''I.M just wanted to live a normal collage life of a student. Until a turn of events led him to meet a mysterious guy named Hyungwon. The two meet, and experience great obstacles and adventure together, until... I.M started to grow feelings for Hyungwon.CONTAINS STRONG LANGUAGEHey everyone, Its my first time writing a monsta x fanfic. Hope you enjoy and have fun reading it.
8 112 - In Serial39 Chapters
Young God ϟ Marvel [1]
❝Do you feel like a young god?❞ [across the marvel cinematic universe][thor - age of ultron][book one of ?][CURRENTLY EDITING]
8 240 - In Serial7 Chapters
To Save A Little Hope (On Hold) An Aphmau Crossover. Mystreet, MCD, and ????
My first story! This is about two series Mystreet and MCD crossing over to a dimension nobody has heard of to find help to solve their problems. What will happen to them? How will they react to how different each other's worlds are? And will they find what they are looking for? (This was written after Season 6 of Mystreet) ( The version of MCD I'm using is the remake, Episode 9)
8 176

